ავტორი:

მიქაუტაძის დუბლი და მეორე ტაიმში, პენალტით დაწინაურებული საქართველო - ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო

მიქაუტაძის დუბლი და მეორე ტაიმში, პენალტით დაწინაურებული საქართველო - ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო

დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიეტუვას გუნდს. ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა.

  • საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ დაპირისპირებაში გასვლაზე ლიეტუვა 2:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

“ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს და ორი მომენტი შექმნეს: კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ მეტოქემ ბურთი ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, მამაგეიშვილის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ, მაგრამ შირვისმა ვერ გამოიყენა. მერე საჯარიმოდან ხვიჩამ ბურთი ძელს გაარტყა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ დაბალი იყო, ლასიჩკასის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. 69-ე წუთზე კი მიქაუტაძე საჯარიმოში არმალასმა წააქცია და პენალტით სტუმრები თავად დაზარალებულმა დააწინაურა. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - დვალის, დავითაშვილის და აზაროვის ნაცვლად მოედანზე ლოჩოშვილი, გაგნიძე და წიტაიშვილი შეუშვა. 84-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას გაგნიძის პასით მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 2 ივნისს სახლში რუმინეთთან ჩაატარებს.

წყარო