ავტორი:

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს - “ბევრი ვარიანტი გვაქვს, ხარგის კუნძულზე გარკვეული ხნით უნდა დავრჩეთ“

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს - “ბევრი ვარიანტი გვაქვს, ხარგის კუნძულზე გარკვეული ხნით უნდა დავრჩეთ“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს და შესაძლოა, ხარგის კუნძულიც დაიკავოს, რომელიც საწვავის მთავარი საექსპორტო ჰაბია.

“სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი საყვარელი რამ ირანში ნავთობის აღებაა, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ადამიანი ამბობს: “რატომ აკეთებ ამას?’ თუმცა ისინი უბრალოდ სულელი ადამიანები არიან“, - განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.

  • მისი თქმით, ეს ნაბიჯი შეიძლება ნიშნავდეს ხარგის კუნძულის აღებას.

“შესაძლოა, დავიკავოთ ხარგის კუნძული, შესაძლოა, არა. ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ [ხარგის კუნძულზე] გარკვეული ხნით უნდა დავრჩეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

კუნძულზე ირანის თავდაცვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა: “არა მგონია, რომ მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ. ჩვენ შეგვიძლია მისი აღება ძალიან მარტივად“.

  • ამასთან, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანელი “ემისარების“ მეშვეობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, თუმცა, არ დააკონკრეტა, შესაძლებელია თუ არა უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა.

“დარჩენილია დაახლოებით 3000 სამიზნე - ჩვენ 13000 სამიზნე დავბომბეთ - და კიდევ რამდენიმე ათასი სამიზნე დარჩა, შეთანხმების მიღწევა საკმაოდ სწრაფად შეიძლება“, - აღნიშნა ტრამპმა.

წყარო

იხილეთ ასევე: