გასულ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით არაერთი შეტევა მიიტანეს, მათ შორის აფეთქებები ისმოდა რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, რომელიც ამ რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრია.
30 მარტს დილის 7 საათისთვის ტაგანროგის მერმა, სვეტლანა კამბულოვამ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ "მასირებული შეტევის მოგერიების შედეგად“ ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
კამბულოვას ცნობით, ასევე დაზიანებულია სამი საწარმოც.

ტაგანროგში მდებარეობს რამდენიმე მსხვილი საწარმო, მათ შორის მეტალურგიული და საავტომობილო ქარხნები და ბერიევის სახელობის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსი, სადაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაცია და შეკეთება ხდება.
ტაგანროგის მერს დაზიანებული საწარმოები არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი ცნობით, "ტრამვაის მოძრაობა დროებით შეჩერდა ბერიევის ქარხნის მიმართულებით".
სხვადასხვა დასახლებაში დაზიანდა კერძო სახლები, ავტომობილები, კომერციული ობიექტებ, 2 საწარმო და ელექტროგადამცემი ხაზი. დრონის აფეთქების შედეგად დაშავდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, FPV-დრონის თავდასხმის შედეგად დაშავდა მამაკაცი.
გარდა ამისა, ავტომობილებზე დრონების დარტყმის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ქალი - ისინი მძიმე მდგომარეობაში ბელგოროდის №2 ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყარო