ავტორი:

ძარცვა “ჰოლივუდური“ სცენარით 3 წუთზე ნაკლებ დროში - იტალიაში, მუზეუმიდან რენუარის, სეზანის და მატისის ტილოები მოიპარეს: რა დეტალებს აქვეყნებს პოლიცია

ძარცვა “ჰოლივუდური“ სცენარით 3 წუთზე ნაკლებ დროში - იტალიაში, მუზეუმიდან რენუარის, სეზანის და მატისის ტილოები მოიპარეს: რა დეტალებს აქვეყნებს პოლიცია

იტალიის ქალაქ პარმასთან ახლოს მდებარე კერძო მუზეუმი, მაგანი-როკას ფონდი გაძარცვეს, წაღებულია რენუარის, სეზანის და მატისის რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ნახატები. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დანაშაული გასულ კვირას, 22-23 მარტის ღამეს მოხდა.

  • მოპარულ ნამუშევრებს შორისაა პიერ-ოგიუსტ რენუარის “თევზი“, პოლ სეზანის “ნატურმორტი ალუბლებით“ და ანრი მატისის “ოდალისკა ტერასაზე“.

ძარცვაში 4 ნიღბიანი პირი მონაწილეობდა. ქურდებმა შესასვლელი კარი გატეხეს, პირველი სართულის დარბაზში შევიდნენ და ნახატები მუზეუმის ბაღის გავლით წაიღეს. მთელი ოპერაცია სამ წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მძარცველები, სავარაუდოდ, გააქტიურებულმა სიგნალიზაციამ შეაშინა. ამჟამად პოლიცია მუზეუმისა და მიმდებარე შენობების ვიდეოთვალთვალის ჩანაწერებს ამოწმებს.

მაგნიანი-როკას ფონდში ხელოვნების ისტორიკოს ლუიჯი მაგნიანის მდიდარი კოლექციაა დაცული. აქ წარმოდგენილია დიურერის, რუბენსის, ვან დეიკის, გოიას და მონეს ნამუშევრები. ფონდი 1977 წელს დაარსდა.

ეს შემთხვევა ხელოვნების სამყაროში ჩადენილი ძარცვების სერიის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია.

გასული წლის ოქტომბერში ქურდები ლუვრში შეიჭრნენ და დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები მოიპარეს. ძარცვაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც "წინასწარ კარგად დაგეგმილი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ."

მოგვიანებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა მოპარული ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

წყარო

იხილეთ ასევე: