შაბათს, 28 მარტს აშშ-ის თითქმის ყველა შტატში დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია გაიმართა.
მომიტინგეების უზარმაზარმა მასებმა 50-ვე შტატის ქუჩები მოიცვა. როგორც მედია წერს, ჯამში 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა აშშ-ის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა.
“არა მეფეებს!“ - სწორედ ამ ლოზუნგით გაიმართა მანიფესტისები 3300-ზე მეტ ლოკაციაზე.

USA today:

7 million Americans in the streets today protesting for freedom.
3,000 cities and towns. Every single state. “No Kings” protests against the authoritarianism of the Trump. This is one of the largest demonstrations in American history.

pic.twitter.com/cLAwlXK69f
— James Melville 🚜 (@JamesMelville) March 28, 2026

ტრამპის საწინააღმდეგო მასშტაბური აქციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ გაიმართა. თუმცა, ასეთი მასშტაბების აქამდე არცერთი ყოფილა.
საპროტესტო აქციები გაიმართა აშშ-ის საზღვრებს გარეთაც - მადრიდში, რომში, ლონდონში და სხვა ქვეყნებში.
პროტესტის ავანგარდშია ცნობილი მსახიობი რობერტ დე ნირო, მასთან ერთად რიგით მოქალაქეების პროტესტს შეუერთდნენ სხვა ცნობილი ვარსკვლავები. მათ შორის იყვნენ: ბრიუს სპრინგსტინი და ჯეინ ფონდა.
“გასულ ზამთარს ფედერალურმა ჯარებმა მინეაპოლისის ქუჩებში სიკვდილი და ტერორი მოიტანეს. მათ არასწორი ქალაქი აირჩიეს. მინეაპოლისის, მინესოტას მოსახლეობის ძალა და სოლიდარობა მთელი ქვეყნისთვის შთაგონების წყარო იყო. თქვენმა ძალამ და მონდომებამ გვაჩვენა, რომ ეს ჯერ კიდევ ამერიკაა და ეს კოშმარი დაუსჯელი არ დარჩება,“ - ამ სიტყვებით მიმართა მომღერალმა ბრიუს სპრინგსტინმა აქციაზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს.
მომღერლის შემდეგ სცენაზე სიტყვით გამოვიდნენ სენატორები, მათ შორის ბერნი სანდერსი და მსახიობი ჯეინ ფონდა. მან ICE-ის აგენტების მიერ მოკლული რენე გუდი გაიხსენა და მის ქვრივს მიმართა.
ის ნიუ-იორკში გამართული დემონსტრაციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება. სწორედ ამიტომაც, ვარსკვლავის სიტყვა ტრამპის მწვავე კრიტიკით იყო გაჯერებული.
“დროა, მეფეებს უარი ვუთხრათ! დროა, დონალდ ტრამპს უარი ვუთხრათ. საკმარისია! აღარც მეფე ტრამპი, აღარც ზედმეტი ომები, რომლებიც ჩვენს რესურსებს ძარცვავენ, ჩვენს მამაც ჯარისკაცებს სწირავენ და უდანაშაულოებს კლავენ. აღარც კორუმპირებული ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს და ეპშტეინის თანამოაზრეებს ამდიდრებს. აღარც ჩვენი ყველაზე დაუცველი მეზობლებისთვის ჯანდაცვის ჩამორთმევა, აღარც მიუწვდომელი საკვები, აღარც მიუწვდომელი ენერგია, აღარც მიუწვდომელი საცხოვრებელი და აღარც ინფლაცია COVID-19-ის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე. აღარც ნიღბიანი მთავრობის ბანდიტები, რომლებიც ჩვენს მეზობლებს ქუჩებში ესვრიან, აღარ გვინდა", - განაცხადა დე ნირომ.

პროტესტებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. შიდა უსაფრთხოების სამინისტროს (DHS) მონაცემებით, ფედერალურ სამართალდამცავებზე თავდასხმისთვის ლოს-ანჯელესში ორი ადამიანი დააპატიმრეს.
X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი პოლიციელი დაშავდა ბეტონის ბლოკებით მას შემდეგ, რაც ჯგუფმა ალყა შემოარტყა როიბალის ფედერალურ შენობას და აგენტების მიმართულებით საგნების სროლა დაიწყო. ისინი სამედიცინო მკურნალობას გადიან.
პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა “არალეტალური ზომები“ ხალხის დასაშლელად.
იხილეთ ასევე: