ავტორი:

“ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა, ამიტომ არიან გამწარებულები აქაური უცხოური აგენტები“ - გურამ მაჭარაშვილი

“ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა, ამიტომ არიან გამწარებულები აქაური უცხოური აგენტები“ - გურამ მაჭარაშვილი

“როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი ბნელი ძალების წარმომადგენელია და სასულიერო პირები არიან წვეროსანი ძველი ძალების წარმომადგენლები და ხალხი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ახლა ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს? - მათ ის აინტერესებთ, როგორმე ჩირქი მოსცხონ საპატრიარქოს და ეკლესიას“, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა და “უცხოელი და აქაური აგენტები ამიტომ არიან გამწარებულები და გონებაარეულები”.

“არა მარტო ქართველმა, არამედ მსოფლიო საზოგადოებამ დაინახა, რომ ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა და ამიტომ არიან გამწარებულები, გონებაარეულები უცხოეთიდან დაწყებული, აქაური უცხოური აგენტებით დამთავრებული. ახლა პატრიარქის მოსაყდრეს, ეკლესიას ებრძვიან და ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ.

საერთოდ, როდის აქეთ იყო, რომ დაწყებული გვარამიადან დამთავრებული “ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი მხარდამჭერით, ეკლესიაზე ინტერესდებოდნენ?

როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი ბნელი ძალების წარმომადგენელია და სასულიერო პირები არიან წვეროსანი ძველი ძალების წარმომადგენლები და ხალხი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ახლა ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს? მათ ის აინტერესებთ, როგორმე ჩირქი მოსცხონ საპატრიარქოს და ეკლესიას. არ გამოსდით, მაგრამ ინტერესის სფერო არის ეს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

  • ამავე თემაზე საუბრისას, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ პატრიარქობის კანდიდატის დასახელება სინოდის წევრების უფლებაა.

“სახელმწიფოს და ეკლესიის ფუნქციები, რა თქმა უნდა, გამიჯნულია, მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეკლესიის მრევლის აბსოლუტური უმრავლესობა არის საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება კონკრეტულად პატრიარქის არჩევას, ყველამ კარგად ვიცით, ეს მათ შორის, შეთანხმებით არის უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კანდიდატებს, ბუნებრივია სინოდის წევრებს აქვთ უფლება, რომ თვითონ განაცხადონ ან არ განაცხადონ კანდიდატებზე, ვის დაასახელებენ და ვის არ დაასახელებენ. ეს მართვა-გამგეობის დებულებაშიც კია მითითებული, რომ უფლება აქვს სინოდის წევრს, რომ თავისი კანდიდატურა დაასახელოს”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.