აშშ-ში, UBS Arena-ზე გამართულ საქველმოქმედო ჰოკეის მატჩის დროს, ნიუ-იორკის პოლიციის (NYPD) და სახანძრო სამსახურის (FDNY) გუნდებს შორის დაპირისპირება მოხდა.


პირველი რაუნდის დაწყებიდან დაახლოებით რვა წუთში ანგარიში გათანაბრდა, რის შემდეგაც მოედანზე დაძაბულობა გაიზარდა. დაპირისპირებაში ორივე გუნდის მოთამაშეები ჩაერთნენ, რის შედეგადაც ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და მოედანზე მასობრივი დაპირისპირება დაიწყო.

"ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და ერთმანეთზე ვზრუნავთ,“ — განაცხადა FDNY-ის მოთამაშემ სტივენ კელიმ - „ეს ოჯახია — შენ მათ დაიცავ, იქნება ეს სამსახურში თუ ჰოკეის მოედანზე. ეს არის სახანძრო სამსახურის ძმობა.“