ავტორი:

კბილის იმპლანტაცია - სრული გზამკვლევი

კბილის იმპლანტაცია - სრული გზამკვლევი

კბილების იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და გრძელვადიანი მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად. ეს პროცედურა არა მხოლოდ აღადგენს ღიმილის ესთეტიკას, არამედ სრულფასოვნად აბრუნებს ღეჭვის ფუნქციას. გარდა ამისა, იმპლანტაცია ხელს უშლის ძვლის განლევის, რაც ხშირად ხდება კბილის დაკარგვის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში კბილების იმპლანტაცია სულ უფრო პოპულარული არჩევანი ხდება, როგორც პირადი ესთეტიკისთვის, ასევე ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

რა არის კბილების იმპლანტაცია?

კბილების იმპლანტაცია წარმოადგენს ქირურგიულ პროცედურას, რომლის დროსაც ყბის ძვალში თავსდება სპეციალური ტიტანის იმპლანტი, რომელიც კბილის ფესვის ფუნქციას ასრულებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც იმპლანტი სრულად ინტეგრირდება ძვალთან, მასზე მაგრდება გვირგვინი, რომელიც ვიზუალურად და ფუნქციურად მაქსიმალურად ჰგავს ბუნებრივ კბილს.

როდის არის რეკომენდირებული იმპლანტაცია?

კბილების იმპლანტაცია რეკომენდებულია მაშინ, როდესაც:

  • ერთი ან რამდენიმე კბილის დაკარგვის შემთხვევაში: იმპლანტი არის საუკეთესო საშუალება დაკარგული კბილის/კბილების აღსადგენად, რაც ბუნებრივად აღადგენს ფუნქციას და ესთეტიკას.
  • ყბის ძვლის შესანარჩუნებლად: როდესაც კბილი აკლია, ყბის ძვალი იწყებს განლევას (ატროფიას). იმპლანტი ასტიმულირებს ძვალს და აჩერებს განლევის პროცესს

რა ეტაპებს მოიცავს იმპლანტაცია?

იმპლანტაციის პროცესი, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. კონსულტაცია და დაგეგმვა: ქირურგ-იმპლანტოლოგი ატარებს დეტალურ გამოკვლევას, მათ შორის 3 კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რათა შეაფასოს ყბის ძვლის მდგომარეობა და მოამზადოს ინდივიდუალური გეგმა. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ძვლის ან რბილი ქსოვილის აღდგენის პროცედურები (მაგ., სინუს-ლიფტინგი).
  2. იმპლანტის განთავსება: ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, ქირურგი ათავსებს ტიტანის იმპლანტს ყბის ძვალში. ეს ეტაპი სწრაფი და უმტკივნეულოა.
  3. შეხორცების პერიოდი (ოსტეოინტეგრაცია): იმპლანტი ძვალთან უნდა შეხორცდეს, რაც ჩვეულებრივ 3-დან 6 თვემდე გრძელდება.
  4. აბატმენტის დაყენება: იმპლანტზე მაგრდება მაკავშირებელი ელემენტი, რომელსაც აბატმენტი ეწოდება, მისი საშუალებით ხდება იმპლანტზე გვირგვინის მოთავსება
  5. ხელოვნური კბილის (გვირგვინის) დამაგრება: ორთოპედი იღებს ანაბეჭდს და მზადდება ინდივიდუალური გვირგვინი, რომელიც საბოლოოდ მაგრდება აბატმენტზე.

კბილების იმპლანტაცია მტკივნეულია?

ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ კბილების იმპლანტაცია მტკივნეული პროცედურაა, თუმცა რეალურად პროცესი ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, რის შედეგადაც პაციენტი ტკივილს პრაქტიკულად ვერ გრძნობს. პროცედურის შემდეგ შეიძლება იყოს მსუბუქი დისკომფორტი ან შეშუპება, რომელიც რამდენიმე დღეში ქრება და მარტივად კონტროლდება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით.

როგორ ავირჩიოთ იმპლანტი კბილისთვის?

იმპლანტის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:მწარმოებელი და ბრენდი: უპირატესობა მიანიჭეთ მსოფლიოში აღიარებულ და კარგად შემოწმებულ ბრენდებს, რომლებიც გვთავაზობენ მაღალი ხარისხის ტიტანისგან დამზადებულ იმპლანტებს და შედეგები გამყარებული მრავალწლიანი კვლევებით.მასალა: არსებობს კერამიკული და სამედიცინო ტიტანისგან დამზადებული იმპლანტები. იმპლანტების უმეტესობა დამზადებულია სამედიცინო სპეციალურად დამუშავებული ტიტანისგან, რომელიც არის ბიოთავსებადი და თითქმის არ იწვევს ალერგიულ რეაქციას ორგანიზმში.

რა ჯდება კბილების იმპლანტაცია?

კბილების იმპლანტაციის ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმპლანტის ბრენდზე (ბიუჯეტურიდან პრემიუმ კლასამდე), მოსამზადებელი ქირურგიული პროცედურების საჭიროებებზე (ძვლის აუგმენტაცია ან სინუს-ლიფტინგი) და გვირგვინის მასალაზე (მეტალო-კერამიკა თუ ცირკონი). ზუსტი ბიუჯეტის განსაზღვრა მხოლოდ სტომატოლოგთან ინდივიდუალური კონსულტაციის საფუძველზეა შესაძლებელი.

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ იმპლანტოლოგს და ორთოპედს?

კბილის ან კბილების დაკარგვის შედეგად ყბის ძვალზე გაჩენილი სივრცეები არღვევენ კბილთა მწკრივის მთლიანობას რაც, თავის მხრივ, აზიანებს ჯანსაღ კბილს. ამასთან ერთად, დროთა განვამლობაში ადგილს იჩენს მრავალი ფუნქციური და ესთეტიკური დარღვევა. მაგალითად როგორიცაა: მეორადი დეფორმაციების ჩამოყალიბება, ძვლის განლევა და ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა, ანუ ღეჭვითი ძალის არათანაბარი გადანაწილება. იმისთვის, რომ კბილის დაკარგვის შემდგომ არ მივიდეთ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებამდე, აუცილებელია ექიმ სტომატოლოგთან დროული ვიზიტი, სწორი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა.

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა (ვერა, გ.ქუჩიშვილის #11) და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს საშუალება, დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.

ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16

NS