ავტორი:

დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბაში რუსული ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბაში რუსული ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბაში რუსული ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს. მისივე თქმით, კუბა მძიმე მდგომარეობაშია და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე იმყოფება.

  • “თუ რომელიმე ქვეყანას კუბაში ნავთობის გაგზავნა სურს, მე ამის წინააღმდეგ არ ვარ - იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე. კუბა დამთავრებულია. ცუდი რეჟიმი აქვთ, ძალიან ცუდი და კორუმპირებული ხელმძღვანელობა. მიიღებენ თუ არა ერთ ნავთობტანკერს, ამას მნიშვნელობა არ ექნება. მირჩევნია, შევუშვა, რადგან ხალხს სითბო და გაგრილება სჭირდება“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე The New York Times-მა ​გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერ “ანატოლი კოლოდკინს“, რომელსაც 700 ათას ბარელზე მეტი ნავთობი გადააქვს, კუბამდე მიღწევის ნება დართო. MarineTraffic-ის მონაცემებით, 29 მარტის საღამოს ტანკერი კუბის ტერიტორიული წყლებიდან რამდენიმე მილის დაშორებით იმყოფებოდა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერი “ანატოლი კოლოდკინი“ უკვე კუბაში ჩავიდა. სამინისტროს განცხადებით, “გემი მანსასის პორტში გადმოტვირთვას ელოდება“.

კუბა ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის, რაც ძირითადად აშშ-ის მიერ საწვავის ბლოკადას უკავშირდება. ბლოკადის დაწესებიდან რამდენიმე კვირაში კუბაში ელექტროენერგია სრულიად გაითიშა. CNN-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ ქსელის გათიშვის დროს მოქმედ ელექტრომოწყობილობებში არანაირი გაუმართაობა არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ კუბა საკუთარი საწვავის საჭიროებების დაახლოებით 40%-ს აწარმოებს, დანარჩენს კი ძირითადად ვენესუელიდან, რუსეთიდან და მექსიკიდან იღებს. თუმცა ენერგეტიკული ბლოკადის გამო, ქვეყანაში მარაგი თითქმის მთლიანად ამოიწურა.

წყარო