ავტორი:

“მისია შესრულებულია“ - არნოლდ შვარცენეგერის ვაჟმა, რომელიც ლეგენდარულ მამას ტყუპისცალივით ჰგავს, მისი პირველი ბოდიბილდინგის შეჯიბრი მოიგო

“მისია შესრულებულია“ - არნოლდ შვარცენეგერის ვაჟმა, რომელიც ლეგენდარულ მამას ტყუპისცალივით ჰგავს, მისი პირველი ბოდიბილდინგის შეჯიბრი მოიგო

არნოლდ შვარცენეგერის შვილმა, ჯოზეფ ბაენამ თავისი პირველი ბოდიბილდინგის შეჯიბრება მოიგო. 28 წლის ბაენამ ინსტაგრამზე გააზიარა, რომ NPC Natural Colorado State-ის შეჯიბრებაზე რამდენიმე კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა.

  • "მისია შესრულებულია" - დაწერა მან სოციალურ ქსელში და ფოტოც გააზიარა.

აღსანიშნავია, რომ ჯოზეფი მსახიობს მეგობარი ქალისგან შეეძინა. როგორც წლების შემდეგ გაირკვა, არნოლდს მილდრიდ ბაენასთან რომანი1996 წელს ჰქონდა, მაშინ, როცა მისი ოჯახი დასასვენებლად იყო წასული. ჯოზეფ ბაენა კალიფორნიაში გაიზარდა და 13 წლის ასაკში შეიტყო, რომ მისი მამა არნოლდ შვარცნეგერი იყო.

”ხალხს დაამახსოვრდა ჩემი მიღწევები, მაგრამ ასევე იხსენებს ამ წარუმატებლობას”, - ამბობდა შვარცენეგერი ერთ-ერთ ინტერვიუში - "ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო ჩემს ქორწინებაზე, შვილებთან ურთიერთობაზე. ჩემს ოჯახს ბევრი ტკივილი მივაყენე. ამის ტარება მთელი ცხოვრება მომიწევს."

წყარო