ავტორი:

რას აცხადებს დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - “პერიოდულად მის მეუღლეს ვუკავშირდები“

რას აცხადებს დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - “პერიოდულად მის მეუღლეს ვუკავშირდები“

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მკურნალობის ეტაპს გადის.

  • მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძე სტაბილურად არის.

„ბატონი თორნიკე, ღმერთს მადლობა, ჯანმრთელად არის. მკურნალობის ეტაპს გადის. პერიოდულად მის მეუღლეს ვუკავშირდები. გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.