საქართველოში წვიმიანი ამინდი ხვალამდე გასტანს.
როგორც სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი განმარტავს, ნალექი დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბითაა მოსალოდნელი, თუმცა ხვალიდან ვითარება შეიცვლება.
სპეციალისტების პროგნოზით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს. უნალექო ამინდი შენარჩუნდება 1-ელ და 2 აპრილსაც. ამ პერიოდში მცირე ნალექია მოსალოდნელი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში. თუმცა მშრალი ამინდები დიდხანს არ გაგრძელდება.
3 აპრილიდან საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში კვლავ იწვიმებს,
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს: ნალექია მოსალოდნელი ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქშიც, სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებასაც პროგნოზირებენ.
წინ ცვალებადი ამინდები გველის, ამიტომ ქოლგის შენახვას ჯერ ნუ იჩქარებთ.