ავტორი:

ესპანეთმა ირანის ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა - “ყველა გეგმა, რომელიც ირანში ოპერაციებთან არის დაკავშირებული, უარყოფილია“

ესპანეთმა ირანის ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა - “ყველა გეგმა, რომელიც ირანში ოპერაციებთან არის დაკავშირებული, უარყოფილია“

“ესპანეთმა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა“, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ჟურნალისტებს განუცხადა.

  • „არ ვიძლევით არც სამხედრო ბაზების გამოყენების და არც საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას ირანში ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

ესპანური გამოცემა El Pais-ი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, წერს, რომ საჰაერო სივრცის დახურვა აიძულებს სამხედრო თვითმფრინავებს, გვერდი აუარონ ესპანეთს ახლო აღმოსავლეთში მათი სამიზნეებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ეს არ მოიცავს საგანგებო სიტუაციებს, ამ შემთხვევაში თვითმფრინავებს ტრანზიტის ან დაშვების უფლება მიეცემათ.

სამხედრო წყაროებმა გაზეთ El Pais-ს განუცხადეს, რომ ესპანეთმა ქვეყნის საჰაერო სივრცეზე წვდომაზე ასევე უარი უთხრა მესამე ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში განლაგებულ აშშ-ის თვითმფრინავებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გასულ ოთხშაბათს ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ესპანეთმა შეერთებულ შტატებს როტას და მორონის ბაზების გამოყენებაზე უარი უთხრა.

„ჩვენ უარი ვუთხარით შეერთებულ შტატებს როტას და მორონის ბაზების გამოყენებაზე ამ უკანონო ომისთვის. ყველა ფრენის გეგმა, რომელიც ირანში ოპერაციებთან არის დაკავშირებული, უარყოფილია. ყველა მათგანი, მათ შორის თვითმფრინავების საწვავის შევსების გეგმა“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

წყარო