ავტორი:

მედიის ინფორმაციით, ერევანში ახალგაზრდა კაცმა ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადა - რა მოხდა წმინდა ანას ეკლესიაში (ვიდეო)

მედიის ინფორმაციით, ერევანში ახალგაზრდა კაცმა ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადა - რა მოხდა წმინდა ანას ეკლესიაში (ვიდეო)

ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში ახალგაზრდა კაცმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადა. შემთხვევა გუშინ მოხდა. საქმეზე სამი პირია დაკავებული.

  • მათ ბრალად ედებათ ხულიგნობა და საჯარო მოხელისთვის სამსახურებრივი და პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლა.

შემთხვევა ეკლესიაში მაშინ მოხდა, როდესაც ფაშინიანი, დაცვის თანამშრომლებისა და სხვა თანამდებობების პირების თანხლებით, წირვის შემდეგ ეკლესიის გასასვლელისკენ მიემართებოდა.

დაცვის თანამშრომლები გზას ასუფთავებდნენ გასასვლელისკენ, რა დროსაც ხალხში მყოფმა ერთმა ახალგაზრდამ დაიყვირა.

"ასე ნუ მიყურებ", - მიმართა მან პრემიერს, შემდეგ კი ხელით მისკენ უეცარი მოძრაობა გააკეთა. მედია წერს, რომ მან ფაშინიანზე თავდასხმა სცადა. ფაშინიანმა მასთან ერთად მყოფებს მოუწოდა, რომ რეაგირება არ მოეხდინათ და სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?23" data-telegram-post="bagramyan26/93952" data-width="100%"></script>

ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერევანსა და სხვადასხვა რეგიონებში შეხვედრებს მართავს. სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს არის დაგეგმილი. ფაშინიანის მთავარი კონკურენტი ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პარტიაა, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.