ავტორი:

"ხალხი გაუბედურდა, ვეძებთ პოლონეთის ალტერნატიულ გზებს ევროპაში, თუმცა არ ჩანს" - რას ამბობენ პოლონეთში მომუშავე დასაქმების აგენტები

"ხალხი გაუბედურდა, ვეძებთ პოლონეთის ალტერნატიულ გზებს ევროპაში, თუმცა არ ჩანს" - რას ამბობენ პოლონეთში მომუშავე დასაქმების აგენტები

"პოლონეთში დასაქმების ალტერნატივად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს განვიხილავდით, თუმცა სამუშაოს მიღების პირობები იქაც გამკაცრდა“ - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ პოლონეთში მომუშავე დასაქმების აგენტებმა განუცხადეს.

  • შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ელი დეკემბრიდან პოლონეთში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ იღებენ.

იქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც მხოლოდ სპეციალური დეკლარაციის შევსებით შეეძლოთ პოლონეთში სამსახურის დაწყება. ცვლილებებს შემდეგ კი უკვე სტანდარტული პროცედურების გავლა უწევთ.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ HR რეკრუტერმა ინგა კერვალიშვილმა განუცხადა, ალტერნატიულ მიმართულებებად ძირითადად, ბალტიისპირეთის ქვეყნები განიხილებოდა, თუმცა, მისი განმარტებით, სამუშაოს მიღების პირობები ამ ქვეყნებშიც გამკაცრდა, ანაზღაურება კი მაღალი არ არის. როგორც ირინა ინგა კერვალიშვილი განმარტავს, აღნიშნულ ქვეყნებში დასასაქმებლად უკვე ისეთივე დოკუმენტაციაა საჭირო, როგორც გერმანიაში, გერმანიაში კი ანაზღაურება გაცილებით მაღალია.

"ალტერნატიულ მიმართულებებად განვიხილავდი ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს. წლების წინ, განსაკუთრებით ლიტვაში, დასაქმება ბევრად მარტივი იყო, თუმცა დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია... წაიკითხეთ ვრცლად