გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. "გურიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დღეს მოხდა.
წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის "მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.