ავტორი:

მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას აქვეყნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას აქვეყნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.