საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, მიხეილ სააკაშვილმა საკანში გონება დაკარგა, დაცემის შედეგად თავისა და კიდურების დაზიანება მიიღო.