ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარაშუტისტ-მედესანტეები ახლო აღმოსავლეთში უკვე მყოფ ათასობით ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს შეუერთდნენ.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა რეგიონში დამატებითი ძალების ყოფნა სამომავლო ოპერაციებისთვის სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანთან „შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, მაშინ აშშ მათ ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილსა და ხარგის კუნძულს გაანადგურებს“.