ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის მსჯავრდებული პალესტინელებისთვის სასჯელად სიკვდილით დასჯას ამტკიცებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის ულტრამემარჯვენე პარტია “ოცმა იეჰუდითის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო.
კანონის თანახმად, სიკვდილმისჯილ პირებს ცალკე დაწესებულებაში განათავსებენ, სადაც მათი მონახულება მხოლოდ უფლებამოსილ პერსონალს შეეძლება და იურიდიული კონსულტაციები მხოლოდ ვიდეოკავშირის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
კანონს ევროპული სახელმწიფოები და ადგილობრივი უფლებადამცველთა ჯგუფები აკრიტიკებენ. ისრაელის უფლებადამცველთა ჯგუფებმა და ოპოზიციონერმა პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ კანონს ისრაელის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.