აშშ-ის საელჩო საქართველოში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის გამართულ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი თქმით, მხარეებმა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
“სახელმწიფო მდივან რუბიოს ზარი საქართველოს პრემიერ - მინისტრ კობახიძესთან:
ქვემოთ მოცემული განცხადება ეკუთვნის მთავარი პრესსპიკერის მოადგილე ტომი პიგოტს:
“დღეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში,“ - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით, აღნიშნული საუბრის შესახებ კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა.
"ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას.
ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
იხილეთ ასევე: