დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ ომი ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე დაასრულოს, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ომის დასრულებამდე ირანში სამხედრო მიზნებს მიაღწიოს, რაც თეირანის საზღვაო ფლოტისა და სარაკეტო მარაგების განადგურებას მოიცავს, ხოლო ამის შემდეგ ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით ირანზე დიპლომატიური ზეწოლა განახორციელოს.
წყაროების განცხადებით, თუ დიპლომატიური ზეწოლა შედეგს არ გამოიღებს, მაშინ აშშ ევროპელ და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს