ავტორი:

"ვაწყვეტინებ პროკურორს და ვეუბნები - ეს მარაზმი მართლა თქვენი დაწერილია, თუ თქვენს პატრონს ასეთი საგაზაფხულო გამწვავება აქვს?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

"ვაწყვეტინებ პროკურორს და ვეუბნები - ეს მარაზმი მართლა თქვენი დაწერილია, თუ თქვენს პატრონს ასეთი საგაზაფხულო გამწვავება აქვს?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოსციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სასამართლო პროცესის შესახებ წერს.

"პოლიტიკური ლიდერების "საბოტაჟის", იგივე ივანიშვილის ზვიგენის საქმეზე, რომელიც ჯერ საზოგადოებისთვის დახურეს და ახლა უკვე, მე აღარ მიშვებენ საკუთარ "პროცესზე", "პროკურორი" ქალი კითხულობს ბრალდებას

:"მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიულ ომს საქართველომ უპასუხა პრაგმატული პოლიტიკით, ბრალდებულებმა დაიწყეს უკრაინის ხელისუფლების დავალებების შესრულება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების მიმართულებით."

მე ვაწყვეტინებ და ვეუბნები - ეს მარაზმი მართლა თქვენი დაწერილია თუ თქვენს პატრონს ასეთი საგაზაფხულო გამწვავება აქვს?

"პროკურორი" თვალებს დაბლა ხრის და აგრძელებს: "ასევე უკრაინის ხელისუფლებამ მათ დაავალა დასავლეთისგან სანქციების შემოღება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მის მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკის გამო."

ღმერთო მეტეორი მესროლე!ისე კი, ჩემთვის დიდი პატივია რა თქმა უნდა, როგორც ქართველი ხალხის, ასევე უკრაინელებისთვის ბრძოლა, დიახ ამ ბოლომდე გაგიჟებული დიქტატორის და მის მიერ გატარებული საქართველოს განადგურების "პრაგმატული პოლიტიკის" წინააღმდეგ და დიახ სანქციები აუცილებელია", - წერს სააკაშვილი.