ავტორი:

ბაჩო ახალაია მოსამართლის კითხვაზე, არის თუ არა ბრალდების არსი მისთვის გასაგები - აცხადებს, რომ "არ არის"

ბაჩო ახალაია მოსამართლის კითხვაზე, არის თუ არა ბრალდების არსი მისთვის გასაგები - აცხადებს, რომ  "არ არის"

ნასამართლევი ხართ? - მრავალჯერ, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს დასმული კითხვის საპასუხოდ.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

  • მოსამართლემ მას ბრალდების შინაარსი გააცნო და ჰკითხა, იყო თუ არა ბრალდების არსი მისთვის გასაგები, რაზეც ახალაიამ განუცხადა, რომ "გასაგები არ არის".

ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.