ავტორი:

"გულწრფელად ვუხდით ბოდიშს" - უკრაინამ ბალტიის ქვეყნებს და ფინეთს დრონების მათ საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო, მოუბოდიშა

"გულწრფელად ვუხდით ბოდიშს" - უკრაინამ ბალტიის ქვეყნებს და ფინეთს დრონების მათ საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო, მოუბოდიშა

უკრაინამ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ფინეთს გასულ კვირას უკრაინული დრონების მათ საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ჰეორპი ტიხიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას ეს განზრახ არ გაუკეთებია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მუდმივ კონტაქტზეა ბალტიისპირელ პარტნიორებთან - ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან - მათ ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნასთან დაკავშირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით.

  • "ამ ინციდენტების გარემოებები გარკვეულწილად გამოძიებულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უკრაინას არასდროს მიუმართავს და არც შეეძლო დრონების მიმართვა ამ ქვეყნებისკენ ქვეყნებისკენ. ზოგიერთ შემთხვევაში დრონებმა კურსიდან გადაუხვიეს რუსული ელექტრონული საბრძოლო სისტემების გამო.

ჩვენ გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს მეგობრებს. გარწმუნებთ, რომ ჩვენ და ჩვენი ბალტიისპირელი მოკავშირეები ვიზიარებთ იმ რწმენას, რომ ამ ინციდენტებს და ჩვენი ყველა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს ერთი მიზეზი აქვს: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხიმ.

ცნობისთვის, 23-29 მარტის პერიოდში ბალტიისპირეთისა და ფინეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები ჩამოვარდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.