ავტორი:

ირანის მორიგი შეტევა ისრაელზე - არიან დაშავებულები: რას წერს მედია

ირანის მორიგი შეტევა ისრაელზე - არიან დაშავებულები: რას წერს მედია

ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო იერიშის შემდეგ ცენტრალურ ისრაელში ავტომობილებს ხანძარი გაუჩნდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სავარაუდოდ, ირანულ რაკეტას კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა.

დაშავებულებს დახმარება სასწრაფო დახმარების სამსახურმა აღმოუჩინა.