ავტორი:

“ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს აფრთხილებს, ირანში ომის ფონზე ენერგეტიკულ ბაზრებზე “ხანგრძლივი შეფერხებისთვის“ მოემზადონ“ - Reuters

“ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს აფრთხილებს, ირანში ომის ფონზე ენერგეტიკულ ბაზრებზე “ხანგრძლივი შეფერხებისთვის“ მოემზადონ“ - Reuters

ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს აფრთხილებს, ირანში ომის ფონზე ენერგეტიკულ ბაზრებზე “ხანგრძლივი შეფერხებისთვის“ მოემზადონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, დენ იორგენსენმა წევრი სახელმწიფოების მთავრობებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი მათ მოუწოდებს, რომ “შესაძლო ხანგრძლივი შეფერხებისთვის დროულად მოემზადონ“.

იორგენსენის წერილის თანახმად, ბრიუსელი შეშფოთებულია მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპაში ნავთობპროდუქტების, მათ შორის, საავიაციო საწვავისა და დიზელის მიწოდების გამო.

წერილში ნათქვამია, რომ მთავრობებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საწვავის მოხმარების გაზრდას გამოიწვევს.

“წევრმა სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც შეზღუდავს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას ან შეაფერხებს ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ ამ პროდუქტების გადამუშავებას“, - აღნიშნულია წერილში.