ავტორი:

საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა - 9 მარტიდან დღემდე ზრდა 75 თეთრამდეა

საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა - 9 მარტიდან დღემდე ზრდა 75 თეთრამდეა

საქართველოში ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართზე საწვავი ისევ გაძვირდა. ამჯერად მატება 10 თეთრამდეა. საერთო ჯამში კი, 9 მარტიდან ფასი 17-დან 75 თეთრამდეა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს "შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე. გააგრძელეთ კითხვა