ავტორი:

"იტალიის რამდენიმე ქალაქში იყო ასეთი შემთხვევა ახალ პატრიარქს გამოარჩევდა სული წმინდა. მტრედი მოფრინდებოდა და თავზე დააფრინდებოდა..." - მეუფე ნიკოლოზი

"იტალიის რამდენიმე ქალაქში იყო ასეთი შემთხვევა ახალ პატრიარქს გამოარჩევდა სული წმინდა. მტრედი მოფრინდებოდა და თავზე დააფრინდებოდა..." - მეუფე ნიკოლოზი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პატრიარქის არჩევა ყოველთვის იყო არა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი, არამედ უდიდესი სულიერი მოვლენა, რომელსაც ერი და ბერი ერთობით, ლოცვითა და განსაკუთრებული მოკრძალებით ელოდა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ქვეყანა ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინშია. საზოგადოება პატრიარქის კონკრეტულ კანდიდატებსა და პროცესის მნიშვნელობაზე მსჯელობს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ (ფაჩუაშვილი) "ტვ პირველს" სტუმრობდა, სადაც წმინდანთა ცხოვრებიდან მოყვანილი მაგალითებითა და მტრედის სიმბოლოთი მიანიშნა, რომ მომავალი პატრიარქის ვინაობა შესაძლოა ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდეს

"მე რასაც გეტყვით, ადამიანური თვალსაზრისით, შეიძლება მეზღაპრე გეგონოთ, მაგრამ მე წმინდანების ცხოვრებაზე ვმუშაობ და იტალიის რამდენიმე ქალაქში იყო ასეთი შემთხვევა, ვერონაში, კაპოაში, როდესაც ყოველ ახალ პატრიარქს გამოარჩევდა სული წმინდა.

მტრედი მოფრინდებოდა და თავზე დააფრინდებოდა ისეთ ადამიანს, რომელიც საერთოდ ერის ადამიანი იყო. ასეთი რამ ხდებოდა. გამოარჩევდნენ ეპისკოპოსად, რომელიც შემდეგ მრავალი წელი იყო. ამიტომ აქ არ შეიძლება ადამიანური მყარი მოსაზრების გამოთქმა. ამიტომ მე ვერც ჩემს თავზე ვერ გეტყვით, არ ვიცი, რა მოხდება და როგორ იქნება

ჟურნალისტის კითხვაზე, - მტრედს ელოდებით? - მეუფე ნიკოლოზმა გაიცინა და განაცხადა:

"რა თქმა უნდა, ველოდები. აბა, მაგის გარეშე როგორ იქნება. ოღონდ იქ ხილული მტრედი იყო. არ ვიცი, შეიძლება სული წმინდის კარნახით რაღაცა ისეთი მოხდეს".

იხილეთ ასევე: