ავტორი:

თბილისში ტრამვაის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია - რამდენმა კომპანიამ გამოხატა სურვილი და როგორია მათი შეთავაზებები?

თბილისში ტრამვაის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია - რამდენმა კომპანიამ გამოხატა სურვილი და როგორია მათი შეთავაზებები?

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ვკითხულობთ, შეთავაზება 4 კომპანიას, აქვს გაკეთებული. აქედან 3 თურქული, ერთი კი ჩინური კომპანიაა.

კერძოდ, ესენია:

DOGUS INSAAT VE TICARET A.S. (თურქეთი) - კომპანიის შეთავაზება 412 628 931 ლარია;

Wuhan Municipal Construction Group co.Ltd. ( ჩინეთი ) - შეთავაზება 397 470 472 ლარია;

YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ (თურქეთი) - შეთავაზება 332 449 164 ლარია;

EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi (თურქეთი) - შეთავაზება 287 654 321 ლარია. გაგრძელეთ კითხვა