ავტორი:

11 ცვლილება, რომელიც ხვალიდან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამოქმედდება

11 ცვლილება, რომელიც ხვალიდან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამოქმედდება

მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ცვლილებები ამოქმედდება.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინფორმაციას, იმ რეგულაციების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც უკვე ხვალიდან იგეგმება.

რა ცვლილებების ამოქმედება იგეგმება აპრილიდან

  • დენის ტარიფი იზრდება

1-ელი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრით ძვირდება.

ცვლილება შეეხება, როგორც მოსახლეობას ასევე ბიზნესს, რადგან იზრდება ელექტროენერგიის, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.

უფრო კონკრეტულად, თბილისში „თელმიკოს“ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიდნენ, 1-ლი აპრილიდან ტარიფი 20.041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 25.053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.

რაც შეეხება რეგიონში მცხოვრებ აბონენტებს, მათთვის, ვინც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, ტარიფი 14.731 თეთრიდან 19.731 თეთრამდე იზრდება. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრიდან 23.707 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.227 თეთრიდან 28.227 თეთრამდე მოიმატებს.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ტარიფი დაახლოებით, 5-6 თეთრით ეზრდება.

  • პლასტიკის მოხმარება კიდევ ერთი რეგულაციით შეიზღუდება

2026 წლის 1-ლი აპრილიდან, პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით, აიკრძალება პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.

  • დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება

2026 წლის 1-ლი აპრილიდან დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება.

კერძოდ, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, სადაზღვევო თანხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. თავდაპირველად დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობად 5 ათასი ლარი განისაზღვრა; 2020 წლის ივლისიდან ეს ზღვარი 15 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ათასი ლარი გახდა...განაგრძეთ კითხვა