ავტორი:

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები

საირმის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც წლებია, ვიზიტორებისთვის გამორჩეული და საინტერესო ადგილია, ახალ ფუნქციას იძენს. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ეკოსაგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ ბუნებრივ გარემოში პრაქტიკული კვლევებითა და სახალისო თავგადასავლებით განამტკიცონ.

პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მხოლოდ შემეცნებითი ტურების მოწყობას არ ითვალისწინებს. ეს არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტანდარტებს ეფუძნება.

თენგიზ ცერცვაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „წელიწადზე მეტია, „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც ისტორიული პროექტის მთავარ მიზანს - ბუნების აღდგენას, მდგრად განვითარებასა და ადგილობრივი თემის გაძლიერებას ემსახურება.

ეკოსაგანმანათლებლო პროექტიც ამ წამოწყების ლოგიკური გაგრძელებაა, სადაც ეკოსისტემის აღდგენა და ეკოგანათლება ერთი კონცეფციის ნაწილია. მიგვაჩნია, რომ ეს არა ერთჯერადი აქტივობების ერთობლიობა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელია. გვსურს, მომავალ თაობას ნათლად დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. ვფიქრობთ, საირმის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსები ამ მისიის შესასრულებლად საუკეთესო პლატფორმაა“.

NS