ავტორი:

რატომ გაგზავნა ტრამპმა ცოცხალი ძალა სპარსეთის ყურეში? - მოვლენების განვითარების სამი სცენარი

რატომ გაგზავნა ტრამპმა ცოცხალი ძალა სპარსეთის ყურეში? - მოვლენების განვითარების სამი სცენარი

აშშ სპარსეთის ყურის რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალებს უყრის თავს. იქ უკვე იმყოფება 31-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ჯგუფი, რეგიონში ასევე მიემართება საზღვაო ქვეითთა მეთერთმეტე ჯგუფი და 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილები.

  • მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპარსეთის ყურეში უკვე გადასროლილია აშშ-ის არმიის რეინჯერებისა და “Navy SEALs“ ელიტური დანაყოფები.

იმ ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე განლაგებულია რეგიონში, აღნიშნული სამხედრო ნაწილები პირველ რიგში სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობისათვის არის განკუთვნილი.

სულ ჯამში სპარსეთის ყურის რეგიონში მინიმუმ 8 000 სამხედრო ჩავა, თითოეულ საექსპედიციო ჯგუფში დაახლოებით 2 500 საზღვაო ქვეითი და 3 000–4 000-მდე მედესანტე იქნება.

ეს საკმაოდ პირობითი მონაცემებია, რადგან საზღვაო ქვეითებსა და პარაშუტისტების ჯგუფში ასევე მხარდაჭერისა და ლოგისტიკის ნაწილებიც, მათ შორის ავიაციის პერსონალიც შედის. ამავე დროს, ციფრები არ მოიცავს იმ ხომალდების ეკიპაჟებს, რომლითაც ეს ძალები რეგიონში ჩავლენ.

ანალიტიკოსების აზრით, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ძალები შეიძლება შემდეგ სამ ძირითად სცენარში გამოიყენოს.

  • ჰორმუზის სრუტის გახსნა (ბლოკადის მოხსნა)
  • ხარგის კუნძულის დაკავება
  • ირანიდან იმ გამდიდრებული ურანის გატანა, რომელიც შეიძლება ბირთვული იარაღის შექმნაში გამოიყენონ.

ერთი მხრივ, ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის მაგალითზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სადესანტო ოპერაციები ძალიან დეტალურად იგეგმება და ხშირად თითქმის უშეცდომოდ სრულდება.

ბლოკადის მოხსნა

ირანმა ჰორმუზის სრუტე მოკავშირეების მიერ საჰაერო კამპანიის დაწყებისთანავე, თებერვლის ბოლოს დაბლოკა.

ამის გაკეთება თეირანისთვის რთული არ არის, სრუტის ყველაზე ვიწრო მონაკვეთი მხოლოდ 50 კილომეტრია. ის ადვილად ექცევა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მოქმედების რადიუსში, ასევე მოწყვლადია ნაღმებისა და უპილოტო ნავების შეტევების მიმართ.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის 2024 წლის მონაცემებით, ამ სრუტით მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტის დაახლოებით 20% გადის, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვები, მსოფლიოში ნავთობით საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენდა.

ამჟამად სავაჭრო გემები, მათ შორის სუპერტანკერები, სრუტეს ვერ გადიან ამის მიზეზი არა მხოლოდ ის რისკებია, რაც გემების ეკიპაჟებს ემუქრებათ, არამედ ისიც არის, რომ წამყვანმა სადაზღვევო კომპანიებმა ეს გზა ზედმეტად სახიფათოდ მიიჩნიეს.

დაზღვევის პირობები მკვეთრად გამკაცრდა და ფასები გაიზარდა, რის გამოც ბევრ გემისთვის ეს მარშრუტი ეკონომიკურად არამომგებიანი ან საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდა.

დონალდ ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ვადა 6 აპრილამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თეირანს დაბომბვების გაძლიერებით, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებით ემუქრება. გარდა ამისა ბლოკადის მოსახსნელად, აშშ-მ შესაძლოა რეგიონში უკვე გადასროლილი სამხედრო ძალებიც გამოიყენოს.

"საზღვაო ციხე-სიმაგრე"

ბლოკადა იმ კუნძულების ჯაჭვს ეფუძნება, რომელიც სრუტეში და მის დასავლეთ შესასვლელთან მდებარეობს.

მათ შორის არის აბუ-მუსა, დიდი და პატარა ტომბი, კუნძულები, რომლებიც სპარსეთის ყურის მხრიდან სრუტის შესასვლელს აკონტროლებენ და ირანსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის სადავო ტერიტორიებს წარმოადგენენ.

კუნძულებზე აეროდრომები და სამხედრო ინფრასტრუქტურა არის განლაგებული, აქვე განთავსებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სარაკეტო კომპლექსებს კი, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში სამიზნეების განადგურება შეუძლიათ.

სრუტის შიგნით ყველაზე მნიშვნელოვან როლს კუნძული ქეშმი თამაშობს. სპარსეთის ყურის ყველაზე დიდი კუნძული ირანის სანაპიროს გასწვრივ თითქმის100 კილომეტრზე არის გადაჭიმული და ფაქტობრივად ბუნებრივი საზღვაო ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს.

მის გვერდით სხვა კუნძულებიც ლარაკი, ჰორმუზი და ჰენგამი მდებარეობს, რომლებიც ასევე გამოიყენება სრუტის კონტროლისთვის.

ყველა ამ კუნძულზე მონიტორინგის სისტემები, სარაკეტო პოზიციები (მათ შორის მიწისქვეშა ბუნკერები) და ჩვეულებრივი და უპილოტო კატერების ბაზები არის განლაგებული.

ამიტომ ძალის გამოყენებით სრუტის გახსნისთვის თითოეული ასეთი კუნძულის დაკავება იქნება საჭირო.

მთავარი ნავთობის ტერმინალი

მეორე სცენარს იმ ხარგის კუნძულის დაკავება წარმოადგენს, რომლის გავლით ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% გადის.

თუ თეირანი ამ ტერმინალზე წვდომას დაკარგავს, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მის შემოსავალს და შესაბამისად, სამხედრო პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობას, განსაკუთრებით სარაკეტო და ბირთვული მიმართულებით.

თუმცა ამან შესაძლოა სპარსეთის ყურის მნიშვნელოვან ობიექტებზე ირანის საპასუხო დარტყმები გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სრული განადგურება მომავალში პრობლემას შეუქმნის ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა, თუნდაც ის აშშ-ს მიმართ ლოიალურად იყოს განწყობილი, ამიტომ კუნძულის დაკავება უფრო ლოგიკურ ვარიანტად ითვლება, ვიდრე მისი განადგურება.

პატარა კუნძულების დაკავებას აზრი მაშინ აქვს, როდესაც კონტინენტზე შემდგომი ოპერაციები იგეგმება, ამ შემთხვევაში ისინი როგორც “ჩაუძირავი ავიამზიდები“ ფუნქციონირებენ და საჰაერო თავდაცვას და მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

თუმცა თუ კონტინენტზე გადასვლა არ იგეგმება, კუნძულები საარტილერიო დარტყმებისთვის შეიძლება მარტივ სამიზნედ იქცეს.

ურანის გატანა

სპეციალური ძალების გამოყენების კიდევ ერთი ვარიანტი ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანა, ის ამჟამად ისპაჰანისა და ნატანზის იმ ობიექტებზე ინახება, რომლებიც ადრე დაიბომბა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ამ მასალის გამოსატანად სამხედრო ოპერაციას განიხილავს, რაც შესაძლოა რამდენიმე დღით ან მეტი ხნით ამერიკული ჯარების ირანში ყოფნას მოითხოვდეს.

ექსპერტების თქმით, ასეთი ოპერაცია ლოგისტიკური და სამხედრო თვალსაზრისით დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, მართალია რადიაციული საფრთხე შედარებით დაბალია, რადგან ურანი სპეციალური ქიმიური ნაერთის , ჰექსაფტორიდის სახით ინახება, თავად ეს ნივთიერება ტოქსიკურია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს...წყარო

წაიკითხეთ ასევე: