აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
“ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.
“შესაძლებელია, რომ შეთანხმება მივიღოთ, რადგან მათ სურთ შეთანხმების დადება. მათ უფრო მეტად სურთ შეთანხმების დადება, ვიდრე მე. თუმცა, საკმაოდ მოკლე დროში ჩვენ დავასრულებთ. ახლა გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ძალიან - ძალიან განსხვავებულები არიან. ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან“, - განაცხადა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა სხვა ქვეყნების პრობლემა უნდა იყოს და რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზის უსაფრთხოება მათზე იქნება დამოკიდებული.
“თუ საფრანგეთს ან სხვა ქვეყანას ნავთობის ან გაზის მოპოვება სურს, წავლენ და თავად შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას. იმასთან დაკავშირებით, რაც სრუტეში მოხდება, ჩვენ არაფერ შუაში არ ვიქნებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.