ავტორი:

"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი" - რას წერს შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე?

"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი" - რას წერს შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე?

"გარდენია შევარდნაძის“ გარშემო ხმაური არ წყდება. მას შემდეგ, რაც ყოფილმა თანამშრომელმა, ხატია ნეფარიძემ ბიზნესმენი ზურა შევარდნაძე უხეშობასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, სკანდალს ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი, შორენა ბეგაშვილიც გამოეხმაურა.

ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში 2022 წელს მომხდარი ისტორია გაიხსენა, როდესაც შვილის, ევა ბარბაქაძის დაბადების დღეს "გარდენიაში“ იხდიდა. მსახიობის თქმით, ის მოატყუეს, თანხა ორჯერ გადაახდევინეს, შეთანხმებული დეკორაციის ნაცვლად კი სულ სხვა რამ დახვდა.

  • "პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი“ - შორენა ბეგაშვილის ემოციური პოსტი

მსახიობი გაკვირვებულია იმით, თუ როგორ "თამაშობს“ ზურაბ შევარდნაძე ეკრანზე სულ სხვა ადამიანს.

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

"ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად "გარდენიაში". ადგილი მომეწონა, მაგრამ ციოდა. გავათბობთო და გადავიხადე თანხის ნაწილი - "ყვავილების“ (შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე). ერთ კვირაში რომ მივედით:

"ის ჯავშნის ფული იყო, ახლა გადამიხადეთ ყვავილებისო“, - უკვე ვეღარ გადავდებდით წვეულებას და თავიდან გადავიხადე.

მივედით საღამოს და ვარდების მაგივრად მინდვრის ყვავილებით იყო მაგიდა მორთული (ფოტოზე ჩანს) და ალაგ-ალაგ ხელოვნური ყვავილები იყო გამოყენებული. ამას რომ თავი დავანებოთ, ისე ციოდა, გაიყინნენ ბავშვები. მივწერე მის დამხმარეს, პასუხიც არ გამცა. ისე მომატყუეს, თვალი არ დაახამხამეს.

პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი. მერე ეკრანზე რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რამე ხომ არ მეშლება, მე ხომ არ ვარ დამნაშავე მეთქი, იმდენად სხვა ადამიანს თამაშობდა. იმედი მაქვს, გამდიდრდა იმ ფულით.“

ამ დროისთვის თავად ზურაბ შევარდნაძეს აღნიშნულ ბრალდებებზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

იხილეთ ასევე: