ავტორი:

ცვლილებები, რომლებიც საქართველოში დღეიდან, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება

ცვლილებები, რომლებიც საქართველოში დღეიდან, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება

დღეიდან, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ცვლილებები ამოქმედდება.

"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, იმ რეგულაციების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც 1-ელი აპრილიდან იგეგმება.

რა ცვლილებები ამოქმედდება დღეიდან:

დენის ტარიფი იზრდება1-ელი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრით ძვირდება.

ცვლილება შეეხება, როგორც მოსახლეობას ასევე ბიზნესს, რადგან იზრდება ელექტროენერგიის, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.

უფრო კონკრეტულად, თბილისში „თელმიკოს“ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიდნენ, 1-ლი აპრილიდან ტარიფი 20.041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 25.053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება... წაიკითხეთ ვრცლად