ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი, შელი კიტლსონი გაიტაცეს. ინფორმაციას Al-Monitor ავრცელებს. მათივე თქმით, კიტლსონი სამშაბათს საღამოს, ქალაქის ცენტრიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს.
"უსაფრთხოების ძალებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ოპერაცია დამნაშავეების დასაკავებლად. დევნის შედეგად, გამტაცებლების კუთვნილი მანქანა დააკავეს. მიმდინარეობს ღონისძიებები დარჩენილი დამნაშავეების ადგილმდებარეობის დასადგენად და გატაცებული ქალის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. კანონის შესაბამისად, ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამის სამართლებრივ ზომებს მივიღებთ", - აცხადებენ ერაყის შსს-ში.
CNN-ის ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსის, ალექს პლიცასის თქმით, კიტლსონმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილებები აშშ-ის ხელისუფლებისგან მიიღო.
კიტლსონი რომში მომუშავე ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთის, ერაყისა და სირიის კონფლიქტებს აშუქებდა და სხვადასხვა გამოცემასთან თანამშრომლობდა.