ვეტერანი ფეხბურთელია, ამჟამად თბილისის მერის კახა კალაძის უფროსი ვაჟი ლევანი 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახეს, ამის თაობაზე წერს კლუბ "სამტრედიის" "ფეისბუქგვერდი":
"ლევან კალაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს!

ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 2 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით შეკრებას რუსთავში გაივლის, რის შემდეგაც სან მარინოში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებს.საქართველოს ნაკრების მეტოქეები სან მარინო, ანდორა და უელსი იქნებიან", - ვკითხულობთ პოსტში.
ამ თემას ეხმაურება Geo Fans -ის ოფიციალური გვერდიც:
"იგივე ისტორია? ჩემპიონთა ლიგის მოგება? რატომაც არა...
"ახალი თაობა მოდის! 16 წლის ლევან კალაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს!
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის“ ახალგაზრდა ტალანტი, ლევან კალაძე ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება!
ჩვენი მეტოქეები ჯგუფში:
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს 17-წლამდელებს და ახალგაზრდა ფეხბურთელს ამ დიდ საფეხბურთო ეტაპზე!"
შეგახსენებთ, ლევან კალაძე მამასავით მცველის პოზიციაზე თამაშობს, კლუბში მისი ნომერი 4-ია.
აღსანიშნავია, რომ ის შარშანაც იყო გამოძახებული 17-წლამდელთა ნაკრებში