ავტორი:

“კალაძემ განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, ეს და ივანიშვილის ბიტკოინები არის ელექტროენერგიის ფასის გაძვირების მიზეზი“ - მიხეილ სააკაშვილი

“კალაძემ განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, ეს და ივანიშვილის ბიტკოინები არის ელექტროენერგიის ფასის გაძვირების მიზეზი“ - მიხეილ სააკაშვილი

“კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობისას და ახლა უკვე მერობისას, განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, მათ შორის თაღლით მაქაცარიასთან ერთად. ეს და პლუს ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების“, -ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას.

  • როგორც მის “ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, როგორც კი “ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდება, დენი ისევ გაიაფდება.

“შევარდნაძის დროს დენი არ იყო იმიტომ, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრები, რუსეთის ჩუბაისთან ერთად ყიდდნენ ენგურჰესის დენს მარცხნივ, თურქეთში.

ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ანატოლი ჩუბაისი შემხვდა და შემომთავაზა იმავე სქემის გაგრძელება. ნუ, ჩემი პასუხი გასაგებია, რის შემდეგაც ჩუბაისმა საჯაროდ მიწოდა "რუსოჰობი", სამაგიეროდ, საქართველოში დენი მოვიდა.

კალაძემ კი, ენერგეტიკის მინისტრობისას და ახლა უკვე მერობისას, განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, მათ შორის თაღლით მაქაცარიასთან ერთად.

ეს და პლუს ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების. როგორც კი ესენი ჩაიხსნებიან, დენი ისევ გაიაფდება. მადლობა ყურადღებისთვის“,- ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ცნობისთვის, დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ გამოაცხადა. კერძოდ, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.