ავტორი:

"შემიძლია ისინი ზურგზე ჩანთასავით მოვიგდო, ან სპორტდარბაზში ჰანტელებივით ავწიო" - 2 მეტრის სიმაღლის მოდელი დაბალ მამაკაცს ეძებს: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ

"შემიძლია ისინი ზურგზე ჩანთასავით მოვიგდო, ან სპორტდარბაზში ჰანტელებივით ავწიო" - 2 მეტრის სიმაღლის მოდელი დაბალ მამაკაცს ეძებს: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ

ბრიტანელი მოდელი, ამირა ევანსი, რომელიც თავისი სიმაღლით (201 სმ) ყველგან ყურადღების ცენტრშია, აცხადებს, რომ უკვე სამი წელია მარტოა. მიუხედავად OnlyFans-ზე გამომუშავებული სოლიდური თანხებისა და ინსტაგრამზე 1.1 მილიონი გამომწერისა.

  • 26 წლის მოდელი ამბობს, რომ ძლიერი და მაღალი მამაკაცები მასთან მიახლოებასაც ვერ ბედავენ. ის არჩევანს ყოველთვის შედარებით დაბალ კაცებზე აკეთებს.

"მაღალი კაცები შინაგანად უშნოები არიან“

ამირა საკმაოდ კრიტიკულია სტანდარტული გარეგნობის მქონე მამაკაცების მიმართ:

"მაღალი და სიმპათიური კაცები შეიძლება ვიზუალურად მოგვეწონოს, მაგრამ ახლოს რომ გაიცნობთ, მიხვდებით, რომ შინაგანად უშნოები არიან. ისინი მიჩვეულები არიან ყურადღებას და საერთოდ არ ცდილობენ ქალისთვის თავის მოწონებას", - ამბობს ქალი.

მისი თქმით, დაბალი მამაკაცები ბევრად უფრო ერთგულები, ხელგაშლილები და ყურადღებიანები არიან, რადგან მათ ქალის გულის მოსაგებად მეტი ძალისხმევა სჭირდებათ.

"შეგიძლია ისინი ჰანტელებივით აწიო“

ამირას განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. მას მოსწონს, როდესაც მამაკაცი მორჩილია და ქალის დომინანტურობა არ აშინებს. „მიყვარს მამაკაცები, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს ჩემს სიძლიერესთან. შემიძლია ისინი ზურგზე ჩანთასავით მოვიგდო, ან სპორტდარბაზში ჰანტელებივით ავწიო", - ამბობს მოდელი.

რა მოთხოვნები აქვს მოდელს მომავალი პარტნიორის მიმართ?

ამირა ევანსმა თავისი "იდეალური კაცის“ კრიტერიუმებიც ჩამოაყალიბა:

სიმაღლე: სასურველია 178 სმ-ზე დაბალი.

ხასიათი: ერთგული, ცოტათი მორცხვი და არა "ალფა-მამრი".

ფინანსები: მამაკაცი ვალდებულია გადაიხადოს პირველ პაემანზე. "თუ ანგარიშის გაყოფას შემოგთავაზებთ, ეს უკვე წითელი დროშაა,“ - აცხადებს ის.

მხარდაჭერა: პარტნიორმა უნდა დაუფინანსოს სილამაზის პროცედურები, სპორტდარბაზის აბონემენტი და ცილები კუნთების გასაზრდელად.

მოდელი ასევე აფრთხილებს პოტენციურ კანდიდატებს, რომ არ აპირებს სტილის შეცვლას: „თუ მომინდება მოკლე კაბის, პლატფორმების ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, ამას აუცილებლად ვიზამ, რაც არ უნდა გიგანტურად გამოვჩნდე მის გვერდით.“