ავტორი:

ეგონათ, რომ საკვებით მოიწამლნენ, თუმცა... - იტალიაში დედა-შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო: უჩვეულო საქმის დეტალები

ეგონათ, რომ საკვებით მოიწამლნენ, თუმცა... - იტალიაში დედა-შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო: უჩვეულო საქმის დეტალები

იტალიის პროკურატურამ გასულ წელს მომხდარი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო - შემთხვევა პატარა ქალაქ პიეტრაკატელაში მოხდა, სადაც ანტონელა დი იელსი და მისი 15 წლის ქალიშვილი, სარა დი ვიტა სადილის შემდეგ ცუდად გახდნენ. შეუძლოდ იყო მამაც, თუმცა ის მოგვიანებით გამოჯანმრთელდა. ოჯახის უფროსი ქალიშვილი იმ დღეს სახლში არ იმყოფებოდა.

დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მდგომარეობა მალევე დამძიმდა და ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ საქმე საკვებით მოწამვლას ეხებოდა.

მოგვიანებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა ორგანიზმში ძლიერი შხამის, რიცინის კვალი აჩვენა - ეს არის ძლიერ ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად გვხვდება აბუსალათინის მარცვლებში.

  • სპეციალისტების თქმით, მისი ძალიან მცირე რაოდენობაც კი საკმარისია მძიმე რეაქციის გამოსაწვევად - სწრაფად ვითარდება ორგანოების უკმარისობა და საბოლოოდ სიკვდილი. ამასთან, დღემდე არ არსებობს მისი ანტიდოტი, რაც ასეთ შემთხვევებს განსაკუთრებით საშიშს ხდის.

თავდაპირველად საქმე სამედიცინო შეცდომად განიხილებოდა და ექიმების წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ახალი დეტალების შემდეგ გამოძიება უკვე შესაძლო მკვლელობის მიმართულებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, პოლიციას ამ დრომდე ეჭვმიტანილი არ ჰყავს.

წყარო