თურქეთის დასავლეთ პროვინცია მუღლასთან გასაბერი ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები გადაჰყავდათ, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.
ნავი ამინდის არახელსაყრელი პირობების გამო ჩაიძირა.
ამ დროისთვის უცნობია, საიდან გავიდა ნავი ან სად მიემართებოდა.
ეგეოსის ზღვას ათასობით მიგრანტი, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში გადასვლას ცდილობენ, სატრანზიტო მარშრუტად ხშირად იყენებს.