ავტორი:

ტრამპმა ნატო-ს "ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ალიანსიდან გასვლა "გადახედვას არ ექვემდებარება“

ტრამპმა ნატო-ს "ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ალიანსიდან გასვლა "გადახედვას არ ექვემდებარება“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატო-დან გაყვანას მას შემდეგ, რაც ალიანსი ირანის წინააღმდეგ მის ომში არ ჩაერთო, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ალიანსს "ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ალიანსიდან გასვლა "გადახედვას არ ექვემდებარება“.

„დიახ, ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას არ ექვემდებარება. ნატო-მ ვერასდროს გადამარწმუნა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვი“ იყვნენ და პუტინმაც, სხვათა შორის, ეს იცის“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა The Telegraph-ს.