ავტორი:

“აფხაზეთი აჩერებს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის “ენგურჰესის“ გამომუშავებაზე - წყალსაცავში წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს“ - “ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დღეიდან შეწყდა და რეგიონი მთლიანად “ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე გადავიდა.

“ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ გუშინ რუსულ მედიას განუცხადა, რომ 31 მარტიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, რუსეთიდან ელექტროენერგიის გაგზავნა, რაც ზამთრის ენერგოდეფიციტის გამო აუცილებელი იყო, შეწყდებოდა.

“31 მარტს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, აფხაზეთი აჩერებს რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის “ენგურჰესის“ გამომუშავებაზე. ჯვრის წყალსაცავში წყლის ნაკადის ზრდა და წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.