ავტორი:

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ მიკედლების პროცედურები შეზღუდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

  • სააგენტოს განცხადებით, დაინტერესებულ მოქალაქეებს, შეუძლიათ შეუფერხებლად მიმართონ სააგენტოს და ოფიციალურად მიიკედლონ მათ მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.

"ამისათვის საჭიროა, გამოგვიგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა სააგენტოს ელფოსტაზე: info@ama.gov.ge

განცხადებას დაურთეთ: ძაღლის ფოტო, ასევე საჭდის ფოტო, რომელზეც იკითხება საჭდის ნომერი, მისამართი, სადაც გსურთ ძაღლის მიკედლება, ასევე თქვენი პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემები“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: