ავტორი:

"თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა და ის წაართვეს, თან სცემეს... დაკავებული ქალები ერთმანეთის დეიდაშვილები არიან" - კახეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები

"თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა და ის წაართვეს, თან სცემეს... დაკავებული ქალები ერთმანეთის დეიდაშვილები არიან" - კახეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები

სამართალდამცავებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში მომხდარი ყაჩაღობა ოპერატიულად გახსნეს და დანაშაულში მხილებული სამი პირი, მათ შორის დედა-შვილი ისმაილოვები დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნიღბიანი პირები დაზარალებულის ბინაში ჯგუფურად, უკანონოდ შეიჭრნენ, მასზე ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.

როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, დაკავებული ქალები მათი თანასოფლელები არიან, თუმცა ისინი თბილისში ცხოვრობდნენ. დაკავებულები თურმე კარგად იცნობდნენ დაზარალებულ მოხუცსაც.

  • ბრალდებული ქალები ერთმანეთის დეიდაშვილები არიან. მათთან ერთად დაკავებულია 17 წლის ბიჭი, გვარად ისმაილოვი, რომელიც ამ საქმეში მონაწილე ადრე ნასამართლევი ქალის ვაჟია.

"ჩვენი სოფლელები არიან დამნაშავეები, მაგრამ თბილისში ცხოვრობენ. ლილოს ბაზრობაზე ვაჭრობდნენ და იქ ჰქონდათ ბიზნესები. ერთმანეთის ნათესავები არიან, დაკავებული ქალები, კერძოდ დეიდაშვილები. ს. ი. ადრე ნასამართლევი ყოფილა, მასთან ერთად დაკავებულია მისი არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭი.

ახლა ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. მეზობლები ყველანი ითხოვენ მათ უმკაცრესად დასჯას. დაზარალებული 71 წლის მოხუცი ქალბატონია. მას დაესხნენ სახლში თავს, მოუთხოვიათ ფული და ოქროული. ქალს უთქვამს 200 ლარი მაქვსო და ის ფული გამოუტანია, ამის შემდეგ დაუწყეს ცემა და ძალადობა, ითხოვდნენ მოხუცისგან ოქროულს და ფულს. ოქროული საწყალს არ ჰქონდა, მარტო ცხოვრობდა სახლში, როგორც ამბობს, თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა და ეს მოგროვილი 8200 ლარი წაიღეს, წავიდნენ და ნაცემი ქალი დატოვეს სახლში...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: