ავტორი:

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნოელია სიცოცხლის ბოლო საათებში ყოყმანობდა ევთანაზიასთან დაკავშირებით..." - ტრამპი ესპანეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნოელია სიცოცხლის ბოლო საათებში ყოყმანობდა ევთანაზიასთან დაკავშირებით..." - ტრამპი ესპანეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

ვაშინგტონსა და მადრიდს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, ურთიერთობების მორიგი გამწვავების მიზეზი დონალდ ტრამპის ის ბრძანება გახდა, რომელიც ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლის, ნოელია კასტილიოს, ევთანაზიით გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ეხება.

  • აშშ-ის პრეზიდენტი ესპანეთს “ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში“ ადანაშაულებს და პასუხებს ითხოვს მას შემდეგ, რაც 25 ახალგაზრდა ქალს ევთანაზიით სიკვდილის უფლება მისცეს.

გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც დიპლომატიური წერილის შინაარს ეხება, აჩვენებს რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ესპანეთში მყოფ ამერიკელ ოფიციალურ პირებს დაავალა, გამოიძიონ, თუ როგორ მივიდა 25 წლის ესპანელი ქალი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სიცოცხლე ბარსელონასთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში ევთანაზიით დაესრულებინა.

“ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ბრალდებებით, რომ ქალბატონი კასტილიო სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის დროს არაერთხელ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და არცერთი დამნაშავე არ არის დასჯილი. ჩვენთვის ასევე ცნობილია ინფორმაცია, რომ ქალბატონმა კასტილიომ სიცოცხლის ბოლო საათებში ყოყმანობდა, თუმცა ეს სიგნალები უგულებელყოფილი იქნა. ეს საქმე სერიოზულ კითხვებს აჩენს ესპანეთში ევთანაზიის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ფსიქიკური მდგომარეობებისა და არალეტალური ტანჯვის შემთხვევებში" - ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.

ნოელია კასტილიო გასულ ხუთშაბათს, ბარსელონაში, გულის გაჩერების შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სხეულში სამი ინექციის შეყვანით იყო გამოწვეული.

ახალგაზრდა ქალმა 2022 წლის ოქტომბერში, მასზე განხორციელებული ჯგუფური სექსუალური ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა, თუმცა გადარჩა და წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ესპანურ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში ნოელია ღიად საუბრობდა იმ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილზე, რომლებსაც წლების განმავლობაში განიცდიდა და განაცხადა, რომ “ახლა მშვიდად წასვლა და ტანჯვის შეწყვეტა სურდა.“

ქალის მამა, ხერონიმო კასტილიო, სამართლებრივად ორი წელი იბრძოლა ამ პროცედურის შესაჩერებლად, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის შვილის სურვილს დაუჭირა მხარი.

რადგან აშშ-ის შეფასებით საქმე „ადამიანის უფლებების მრავალ სისტემურ დარღვევას“ ეხებოდა, ტრამპის წარმომადგენლებს, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ასევე დაევალათ ესპანეთისთვის “სერიოზული შეშფოთება“ გამოეთქვათ .

ჯანდაცვის მინისტრმა მონიკა გარსიამ ტრამპს X-ზე და პრესის ფურცლებზე გაკეთებული განცხადებებით უპასუხა:

"მაშინ როდესაც ტრამპი მხარს უჭერს და ახორციელებს ადამიანის უფლებების დარღვევებს ღაზასა და ირანში, თავად აშშ-ში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება ჯანმრთელობის დაზღვევის არქონის გამო, აშშ-ს პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო ულტრამემარჯვენე დღის წესრიგის გაღვივება და ყველგან ცხვირის ჩაყოფა. ესპანეთი სერიოზული ქვეყანაა, ძლიერი ჯანდაცვის სისტემით და უფლებების ჩარჩოთი, რომელიც იცავს და ზრუნავს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის მათზეც, ვინც კანონით რეგულირებულ პირობებში, სამედიცინო კომიტეტების შეფასებით და სასამართლოს თანხმობით, ირჩევს ღირსეულად სიკვდილს" -ათქვამია მინისტრის განცხადებებში

თავად ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს, რომელიც ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ევროპაში ირანთან დაკავშირებული ომის საკითხზე, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: