ავტორი:

რობოტაქსების  მუშაობაში მასშტაბურმა შეფერხებამ ჩინეთის ქალაქის პარალიზება გამოიწვია

რობოტაქსების  მუშაობაში მასშტაბურმა შეფერხებამ ჩინეთის ქალაქის პარალიზება გამოიწვია

ჩინეთის ქალაქ უხანში რობოტაქსების მუშაობაში მასშტაბურმა ხარვეზმა სულ მცირე ასი უპილოტო ავტომობილის შუა ქუჩაში გაჩერება გამოიწვია, რამაც უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოებაზე დისკუსიების ახალ ტალღას დაუდო სათავე.

სოციალურ ქსელებში ინციდენტის ამსახველი მრავალი ვიდეო გავრცელდა, ერთ-ერთ კადრში სავარაუდოდ ავტობანზე მომხდარი შეჯახებაც არის ასახული თუმცა პოლიციის თქმით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და მგზავრებმა ავტომობილები უსაფრთხოდ დატოვეს.

პოლიციის განცხადების მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელ Weibo-ზე გამოქვეყნდა, ინციდენტის მიზეზი ჯერ კიდევ დგინდება.

კომპანია Baidu მსოფლიოს ათეულობით ქალაქში, ძირითადად ჩინეთში, უპილოტო ტაქსის სერვისს, ავტონომიური მგზავრობის სერვისის პროვაიდერი Apollo Go-ს საშუალებით უზრუნველყოფს.

2025 წლის დეკემბერში დასავლურმა ტაქსის სერვისების კომპანიებმა Uber-მა და Lyft-მა Apollo Go-ს ავტომობილების დიდი ბრიტანეთის გზებზე გამოცდის მიზნით, ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტთან პარტნიორობის შესახებ განაცხადეს, ტესტირების დაწყება 2026 წელს იგეგმება.

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად უპილოტო ტექნოლოგიები შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე ადამიანების მიერ მართული მანქანები, ამ ინციდენტმა აჩვენა, რომ მაინც შეიძლება სრულიად ახალი პრობლემები წარმოიშვას, ამიტომ თუ გვინდა ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით სწორი არჩევანის გაკეთება, უნდა გვესმოდეს ის სრულიად ახალი ტიპის რისკებიც, რომელიც მათ თან ახლავს" - განაცხადა ჯეკ სტილგოუმ, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური პოლიტიკის პროფესორმა.

წყარო