NASA-ს მისია "Artemis II“ ოფიციალურად დაიწყო - მის ფარგლებში ადამიანები ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, პირველად გაემგზავრნენ მთვარის მიმართულებით.


მისიაში ოთხი ასტრონავტი მონაწილეობს - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. ხელმძღვანელების განცხადებით, ფრენის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებას დაეთმო.


NASA-ს პროგრამის მთავარი მიზანია, ადამიანის დაბრუნება მთვარეზე 1972 წლის შემდეგ. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს არა მხოლოდ ასტრონავტების მოკლევადიან ვიზიტებს, არამედ მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობის შექმნას, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პლანეტის რესურსების გამოყენებას.