აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მორიგი საჯარო გამოსვლის დროს NATO-ს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესახებ ირონიულად ისაუბრა.
"ვურეკავ მაკრონს. რომელსაც ცოლი ძალიან ცუდად ექცევა. ის ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია მარჯვენა ყბაზე მიყენებული ტრავმის გამო“, - თქვა დონალდ ტრამპმა, რასაც დარბაზში მყოფთა მხრიდან სიცილი მოჰყვა.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/1g8rpT1uFIo?si=s_MDSQUxn4ysSiFz" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
ტრამპის თქმით, მან საფრანგეთს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში დახმარება სთხოვა: "ვუთხარი: "ემანუელ, ჩვენ ძალიან გვინდა დახმარება სპარსეთის ყურეში, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ ბალისტიკური რაკეტების განადგურებაში. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაგზავნოთ გემები“.
მისივე თქმით, მაკრონის პასუხი ასეთი იყო: "არა, არა, არა, ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, დონალდ. ჩვენ ამის გაკეთება ომის მოგების შემდეგ შეგვიძლია“.